saqarTvelos platoebi - WoWianis plato

 

ლავური პლატო სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ხრამის ორივე ნაპირზე, წალკის მუნიციპალიტეტში. აგებულია პლეისოტოცენური ანდეზიტ-ბაზალტებით. გაკვეთილია ხრამისა და მისი მარჯვენა შენაკადის - ჭოჭიანის კანიონისებრი ხეობებით, რომელთა გვერდებზე არის გამოქვაბულები და ჩანჩქერები.

მდინარე ჭოჭიანის მარჯვენა სანაპიროზე 6-7 თხელი ტბაა. პლატოს ბრტყელი ზედაპირი მეორადი შავმიწიანი სტეპით და ნათესებით არის დაფარული. მდინარეების ხრამისა და ჭოჭიანის ხეობათა ფერდობები ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი, სოფელ დაშბაშის კიდეზე უცნობი წარმოშობის ღრმა ნაპრალებია.